0
მენიუ
banner banner

"მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი და კარგი იწყებოდა" - თინათინ გოლეთიანის შთაბეჭდილება

"მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი და კარგი იწყებოდა" - თინათინ გოლეთიანის შთაბეჭდილება

 

თინათინ გოლეთიანმა სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი წარმატებით გაიარა და საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

"ჩემი მიზანი იყო, რომ თავი გამომეცადა იმ სფეროში, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. ამ კურსმა დამარწმუნა, რომ სწორად ვფიქრობდი და ეს ის არის, რაც მართლა მინდა რომ ვაკეთო."

კურსი - ციფრული მარკეტინგი

მინდა ვთქვა, რომ არ ველოდი ასეთ საოცარ გამოცდილებას - კურსში თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი. კურსი არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, რადგან ქვიზებისთვის მომზადება თეორიულ ნაწილში გაძლიერებს, ხოლო შემდეგ ამ თეორიას, დავალებების სახით, პრაქტიკაში იყენებ - ეს ორი ერთად კი, ძალიან კარგი შედეგის მომტანია.

ამ კურსს დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი თვალს და ძალიან კარგად ვიცოდი, რომ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუ აქ დავრეგისტრირდებოდი. თუმცა, ჩემი აქ მოხვედრა, მთლიანად გამართლება იყო. ეს კურსი მოვიგე და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი და კარგი იწყებოდა. თიომ მოლოდინები გამიმართლა და იმაზე მეტი ცოდნა და გამოცდილება მომცა, ვიდრე ველოდი.

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე სოციალური მედია პლატფორმების სწორად მართვა, ციფრული სტრატეგიისა და სარეკლამო გეგმის შექმნა. განვივითარე კრეატიული აზროვნებისა და პრეზენტირების უნარი, რაც მეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ მივაწვდინო აუდიტორიას სწორედ ის, რაც სჭირდება.

ლექტორის შესახებ

თიოზე უამრავი კარგი რამ შემიძლია ვთქვა. ის არის ნამდვილი პროფესიონალი, ყოველთვის მზადაა შენს ყველა შეკითხვას უპასუხოს და შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ კურსის დასრულების შემდეგაც დაგეხმარება.

გამორჩეული ლექცია

ბოლო ლექციას გამოვარჩევდი, რადგან ძალიან ვღელავდი საბოლოო პრეზენტაციაზე. ამავდროულად, ვაანალიზებდი იმასაც, თუ როგორ გავიზარდე 3 თვეში.

კურსის გავლის შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ, ვგეგმავ, რომ ციფრულ სამყაროში განვვითარდე და მიღებული ცოდნა შესაბამისად გამოვიყენო.

Პროფესია - ციფრული მარკეტერი

ძალიან კრეატიული პროფესიაა, რომელიც მოწყენის საშუალებას არ გაძლევს. ყოველთვის უნდა იფიქრო, თუ როგორ მოიქცეოდი შენ იმ ადამიანის ადგილას, ვინც შენს რეკლამას შეხვდება.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ საშუალება მომცა დავუფლებოდი იმ პროფესიას, რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა. ვთვლი, რომ აკადემია დაკომპლექტებულია ძალიან მონდომებული ადამიანებით, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სწავლა გახადონ კომფორტული.

დარეგისტრირდი ციფრული მარკეტინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები